суббота, 7 ноября 2015 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

   8 ნოემბერს ტრენინგის მეცხრე დღე დავიწყეთ დამუშავებული გეგმების პრეზენტაციის წარდგენით, მოვისმინეთ და მცირე დაზუსტებები შევიტანეთ ჩვენს ნამუშევრებში,
   საბოლოოდ შესწორებული გეგმები ავტვირთეთ და გავაზიარეთ გუგლ დრაივში და გამოვაქვენეთ ბლოგზე.
   უღრმესი მადლობა ტრენერს, ქალბატონ შორენა ბადურაშვილს ესეთი ნაყოფიერი და დაუღალავი მუშაობისთვის, მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას აქტიურად გამოვიყენებ შემდგომ პროექტებზე მუშაობისას...

მერვე დღის რეფლექსია

   7 ნოემბერს გავიარეთ ტრენინგის მერვე დღის მეცადინეობა, ეს დღეც სხვა მეცადინეობის მსგავსად  ძალიან დატვირთული იყი.
   გავეცანით მეშვიდე მოდულს-ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით.
   მუშაობა დავიწყეთ დაწყვილდი-გაუზიარე რუბრიკის გამოყენებით, ერთმანეთს გავუზიარეთ და შევაფასეთ ერთმანეთის გეგმები პროექტის ჩეკლისტის გამოყენებით.

воскресенье, 1 ноября 2015 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

   1 ნოემბერს მოვისმინეთ ტრენინგის მეშვიდე დღე,
   დავასრულეთ მასწავლებლის ბუკლეტებზე მუშაობას, შემდეგ მთელი დრო დაუთმეთ შფასების რუბრიკების ნიმუშების განხილვა-გაანალიზებას და შევქმენით: მოსწავლის პრეზენტაციის, თანამშრომლობის, თვითსეფასების და პროექტის მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები.
   შექმნილი რუბრიკებით ვიხელმძღვანელებ შემდგომში პროექტებზე მუშაობისას.

суббота, 31 октября 2015 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

     დღეს ვიმუშავეთ საპრეზენტაციო შაბლონების შექმნაზე,
     გავხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, დიფერენცირებული სწავლების ფორმა,
     მოსწავლეთა შესაძლებლობებს გავითვალისწინებ ყოველთვის პროექტებზე მუშაობისას.

воскресенье, 25 октября 2015 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

   25 ოქტომბერს დავიწყეთ ტრენინგი ჩვენი გეგმების გაზიარებით,
   გამოვიყენეთ ინტერნეტი როგორც ერთ-ერთი საკომუნიკაციო საშუალება,
   გავეცანით საავტორო უფლებებს, შევინახეთ და შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი. გვაქვს დავალება შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
    მიღებულ ცოდნას გადავცემ ბავშვებს და გავითვალისწინებთ შემდგომში პროექტებზე მუშაობისას.

суббота, 24 октября 2015 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

    24 ოქტომბერს ტრენინგის მეოთხე დღის მთავარი თემა იყო შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა.
     შევავსე შეფასების სტრატეგიები, განვიხილეთ და ხუთივე მიზნიდან ავირჩიე მეთოდები და ინსტრუმენტები.
      შევქმენი ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე-ს ცხრილი და ვიმუშავე საპრეზენტაციო პროგრამაში.
      მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ მოსწავლეებთან შეფასებისას.