суббота, 31 октября 2015 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

     დღეს ვიმუშავეთ საპრეზენტაციო შაბლონების შექმნაზე,
     გავხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, დიფერენცირებული სწავლების ფორმა,
     მოსწავლეთა შესაძლებლობებს გავითვალისწინებ ყოველთვის პროექტებზე მუშაობისას.

воскресенье, 25 октября 2015 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

   25 ოქტომბერს დავიწყეთ ტრენინგი ჩვენი გეგმების გაზიარებით,
   გამოვიყენეთ ინტერნეტი როგორც ერთ-ერთი საკომუნიკაციო საშუალება,
   გავეცანით საავტორო უფლებებს, შევინახეთ და შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი. გვაქვს დავალება შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
    მიღებულ ცოდნას გადავცემ ბავშვებს და გავითვალისწინებთ შემდგომში პროექტებზე მუშაობისას.

суббота, 24 октября 2015 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

    24 ოქტომბერს ტრენინგის მეოთხე დღის მთავარი თემა იყო შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა.
     შევავსე შეფასების სტრატეგიები, განვიხილეთ და ხუთივე მიზნიდან ავირჩიე მეთოდები და ინსტრუმენტები.
      შევქმენი ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე-ს ცხრილი და ვიმუშავე საპრეზენტაციო პროგრამაში.
      მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ მოსწავლეებთან შეფასებისას.

воскресенье, 18 октября 2015 г.

მესამე დღის რეფლექსია

   18 ოქტომბერს მოვისმინე ტრენინგის მესამე დღე, რომელიც ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და დატვირთული იყო. ვიმუშავეთ სასწავლო გეგმის შაბლონში. სტანდარტი შეუსაბამე ჩემს საპროექტო თემას. ჩამოვაყალიბე თემის მიზნები. დავსვი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. მიგებულ ცოდნას გამოვიყენებ შემდგომ პროექტზე მუშაობისას, მოსწავლეეებს გავაცნობ აუცილებლად სტანდარტის შესაბამის პუნქტებს.

суббота, 17 октября 2015 г.

მეორე დღის რეფლექსია

  17 ოქტომბერს მოვისმინე ტრენინგის მეორე მეცადინეობა, მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო თემები და გაუზიარეთ აზრები,ვიმუშავეთ პუბლიკაციების მომზადებაზე.
დავათვალიერეთ ბუკლეტების და ჩეკლისტების ნიმუშები,გავიხსენეთ ვორდში მუშაობის წესები.ვისწავლე დრაივის გამოყენება, ჩემი ნამუშევრის ატვირთვა და ჩამოტვირთვა.
   დღევანდელი მეცადინეობა იყო საკმაოდ საინტერესო და მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ ჩემს შემდგომ მუშაობაში მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად და მათთვის მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

суббота, 10 октября 2015 г.

პირველი დღის რეფლექსია

    2015 წლის 10 ოქტომბერს დავიწყე ინტელის ტრენინგი, გავეცანით Viewer პროგრამაში მუშაობას, გავეცანი პირველი მოდულის 3 აქტივობას, შევქმენი საქაღალდე D დისკზე, გავეცანით პროექტისთვის საჭირო რესურსებს და შევინახე ჩემს მიერ შექმნილ საქაღალდეში და მოგვეცა დავალება შევარჩიოთ საპროექტო თემა, რომელზედაც უნდა ვიმუშაო მთელი ტრენინგის განმავლობაში.
   კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, ბევრ რამეს შევცვლი და გავითვალისწინებ ახალ პროექტზე მუშაობისას. ბლოგზე განვათავსე პირველი დღის რეფლექსია.